ბიოგრაფია და პორტფოლიო
ნიკა
ციცქიშვილი
- პედაგოგი
- სკოლის თანადამფუძნებელი
- IT მასწავლებელი
ჩემი მიზანია, ბუნებრივი და სახალისო სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა.

- 8+წლიანი გამოცდილება
- 3პროექტები
- 22სერტიფიკატი და დიპლომი
- 1გამოცემული წიგნი
პროფესიული ბიოგრაფია
პედაგოგი, რომლის ხედვაც მათემატიკამ, ინჟინერიამ და მენეჯმენტმა ჩამოაყალიბა.
ვარ პედაგოგი და ექტონის აკადემია საბურთალოს თანადამფუძნებელი — პირველი სკოლისა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელიც Acton Academy-ის მოდელს ეფუძნება. პარალელურად ვასწავლი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.
განათლების სექტორამდე ჩემი გზა სწორხაზოვანი არ ყოფილა: მათემატიკა და 3D დიზაინი, სწავლა ლიტვაში, საბანკო სექტორი, შემდეგ ტურიზმი — სანამ COVID-19-მა ჩემი გეგმები არ ჩაშალა და Python პროგრამირებასა და IT სფეროს არ დავუახლოვდი. 2022 წლიდან განათლების სფეროში ვმუშაობ და პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის კურიკულუმებს ვქმნი.
ყველაფერი, რაც ამ გზაზე ვისწავლე — მათემატიკური ლოგიკა, სისტემური აზროვნება და MBA-ში მიღებული ცოდნა — ახლა ერთ მიზანს ემსახურება: სკოლას, სადაც ბავშვები სწავლის პროცესით სიამოვნებას იღებენ.
- მათემატიკალოგიკური სიზუსტე
- Python ინჟინერიაარქიტექტურული მთლიანობა
- MBAოპერაციული სრულყოფა
ჩემი გზა
სკოლის მერხიდან სკოლის დაარსებამდე.
- თავი I · ბავშვობა
ფართო ინტერესები
ბავშვობიდანვე შევნიშნე, რომ ჩემი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართო იყო. კარგად გამომდიოდა ტექნიკური საგნები, თუმცა სიამოვნებას მანიჭებდა ხელოვნებაც — წერა, ხატვა, სიმღერა.
ჩემი ნახატები - თავი II · სკოლა
დღეში შვიდი გაკვეთილი მერხთან
საჯარო სკოლაში დღეში შვიდი გაკვეთილის განმავლობაში მერხთან ჯდომა მიჭირდა. სწავლების ტრადიციული მოდელი არ მომწონდა — დისკომფორტს მიქმნიდა.
- თავი III · უნივერსიტეტი
მათემატიკა — და 3D დიზაინი
როდესაც მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მივხვდი, რომ რასაც ვსწავლობდი, მისი 90% ცხოვრებაში არასოდეს გამომადგებოდა. ამიტომ პარალელურად კოლეჯშიც დავიწყე სწავლა 3D დიზაინზე.
- თავი IV · კაუნასი
ახალი ენა, ახალი ქვეყანა
შემდეგ ლიტვური ენის შესწავლა დავიწყე და სასწავლებლად კაუნასში წავედი.
- თავი V · ბანკი და ტურიზმი
გეგმები და პანდემია
სწავლის შემდეგ საბანკო სექტორში ვმუშაობდი. როდესაც ტურიზმში გადავინაცვლე, COVID-19-მა ჩემი გეგმები ჩაშალა.
- თავი VI · Python და IT
ახალი დასაწყისი
ამიტომ დავიწყე Python პროგრამირების ენისა და IT სფეროს შესწავლა.
- თავი VII · განათლება · 2022
ახალი კითხვა
2022 წლიდან განათლების სფეროში დავიწყე მუშაობა. მინდოდა გამეგო, რა სწავლების მეთოდები ჰქონდათ კერძო სკოლებს და განსხვავდებოდა თუ არა ისინი საჯარო სკოლაში არსებული მეთოდოლოგიისგან.
- თავი VIII · ნიუტონი და ექტონი
მეთოდის პოვნა
ვმუშაობდი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია ექტონის აკადემიის სწავლების მეთოდებზე და გავხდი ექტონის აკადემია საბურთალოს თანადამფუძნებელი, რადგან მიმაჩნია, რომ მათ ყველაზე ეფექტურ მეთოდებს მიაგნეს.
- თავი IX · დღეს
ბაქსვუდში ვასწავლი
ამჟამად პარალელურად ვასწავლი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში.

სურ. 2 ბაქსვუდის ტექნოლოგიების გუნდთან ერთად — 3D ბეჭდვა, VR და რობოტიკა.
მიმაჩნია, რომ ექტონის აკადემიამ სწავლების ყველაზე ეფექტურ მეთოდებს მიაგნო.
განათლება
ხარისხები და სასწავლო პროგრამები.
- 2022დასრულება
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
- 2018დასრულება
ლიეტუვისმცოდნეობის პროგრამა
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი
- 2017დასრულება
ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- 2015დასრულება
კომპიუტერული გრაფიკოს-ანიმატორი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
პროფესიული გამოცდილება
განათლება, ტექნოლოგიები, ფინანსები და ოპერაციები.
-
2026 – დღემდე
ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელი ამჟამად
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი
-
2025 – დღემდე
თანადამფუძნებელი ამჟამად
ექტონის აკადემია საბურთალო
პირველი ინოვაციური საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში, რომელიც ეფუძნება Acton Academy-ის მოდელს. პროექტი ფოკუსირებულია თვითმართვადი მოსწავლეების აღზრდაზე.
-
2024 – 2025სეზონური
გენერალური მენეჯერი
Royal Palace
სასტუმროსა და რესტორნის ოპერაციული კოორდინაცია და პროცესების ოპტიმიზაცია პიკური მოთხოვნის პერიოდში.
-
2022 – 2026
ტექნიკური ლიდერი და კურიკულუმის არქიტექტორი
Algorithmics Global · IT STEP Academy · Newton Free School · BTU
პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის კურიკულუმების შემუშავება და დანერგვა წამყვან სასწავლო დაწესებულებებში.
-
2020 – 2022
Python ავტომატიზაციის სპეციალისტი
Freelance
Python-ის გამოყენება ბიზნეს სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდისთვის.
-
2019 – 2021
სტრატეგიული კომუნიკაციების ფასილიტატორი
Mission Essential
უზრუნველვყოფდი რეალურ დროში სტრატეგიულ კომუნიკაციას მრავალეროვნულ გუნდებს შორის კრიტიკულად მნიშვნელოვან გარემოში. ვუზრუნველყოფდი ინფორმაციის ზუსტ, უსაფრთხო და ეფექტურ მიმოცვლას ოპერაციული გადაწყვეტილებების მისაღებად.
-
2018 – 2020
კლიენტებთან ურთიერთობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სტრატეგიული მრჩეველი
პროკრედიტ ბანკი საქართველო
ვმოქმედებდი როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი; ფინანსური ანალიტიკის გამოყენებით ვაიდენტიფიცირებდი ზრდის შესაძლებლობებს, ვუწყობდი ხელს ოპერაციების ოპტიმიზაციას და ფინანსური რისკების შემცირებას.
მიმდინარე პროექტები და პლატფორმები
ჩემ მიერ დაფუძნებული და შექმნილი ინსტიტუციები და პროდუქტები.
ექტონის აკადემია საბურთალო
თანადამფუძნებელიპირველი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში, რომელიც ეფუძნება Acton Academy-ის მოდელს. ინოვაციური სკოლა ორიენტირებული თვითმართვად სწავლებაზე.
ეწვიეთ Facebook გვერდსPyWorld Academy
დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორიPython პროგრამირების ონლაინ სკოლა, რომელიც სთავაზობს სტრუქტურირებულ კურიკულუმებს 12 წლიდან ასაკის მოსწავლეებისთვის.
ეწვიეთ PyWorld Academy-სConvertEpic
ავტორი და დეველოპერიმაღალეფექტური პლატფორმა ფაილების უსაფრთხო კონვერტაციისთვის, მედიის კომპრესიისთვის და პროდუქტიულობის კონტროლისთვის.
ეწვიეთ ConvertEpic-სძირითადი უნარები
კომპეტენციის სფეროები.
i.პროექტების მენეჯმენტი
ii.ტექნიკური უნარები
iii.განათლება და ტრენინგი
iv.ლიდერობა
სერტიფიკატები და დიპლომები
დააჭირეთ დოკუმენტს სრულად სანახავად.
აკადემიურიMBA აკადემიურიმათემატიკის ბაკალავრი ტექნოლოგიებიIT მხარდაჭერა ტექნოლოგიებიIT სპეციალისტი ტექნოლოგიებიქსელების საფუძვლები ტექნოლოგიებიქსელური მოწყობილობები ტექნოლოგიებიკიბერუსაფრთხოება პედაგოგიკაკლასის მენეჯმენტი ტექნოლოგიებიDjango დეველოპმენტი ტექნოლოგიებიUniLab Python ტექნოლოგიებიPython Pygame ტექნოლოგიებიFeature Engineering ტექნოლოგიებიმანქანური სწავლება ტექნოლოგიებიPython Pandas ტექნოლოგიებიPython Essentials ჯილდოები და სამსახურიმტკიცე სული 2021 ჯილდოები და სამსახურიღირსეული პარტნიორი 2020 ჯილდოები და სამსახურიმტკიცე სული 2019 ჯილდოები და სამსახურისამხედრო მომზადება აკადემიურიგრაფიკოს-ანიმატორი აკადემიურილიეტუვისმცოდნეობა აკადემიურიექსპედიცია
ნახატები
ხელოვნება ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ნაწილია.
ტაბ. Iბავშვობა ტაბ. IIკოლხეთი ტაბ. IIIფუძი ტაბ. IVანგელოზი ტაბ. Vაქლემი ტაბ. VIმთვარე ტაბ. VIIდეა ტაბ. VIIIქალები ტაბ. IXდრო ტაბ. Xმამონტი ტაბ. XIსიკვდილი ტაბ. XIIოკეანე ტაბ. XIIIსვანეთი ტაბ. XIVძალისხმევა
დამიკავშირდით
სიამოვნებით გიპასუხებთ.
ღია ვარ თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისა და პროექტებისთვის.